“ივანიშვილის ხელისუფლების ნგრევას ციხიდან გავაგრძელებ და არც რ2-ს დავუთმობ!”-ოქრუაშვილის წერილი ციხიდან

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა. წერილი ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გააცნო.

“ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის, თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც „რუსთავი 2“ -ს და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩერებს”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი წერილში.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდებად წარდგენილი წარდგენილი აქვს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.  ოქრუაშვილის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ მისი თანაგუნდელები.

ირაკლი ოქრუაშვილი უკვე 24 საათია, წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად