ივანიშვილი: უსუფაშვილი 2-ჯერ მოვიდა ჩემთან, კუბლაშვილს “ნაცმოძრაობიდან” გამოსვლა უნდაო

ოდესღაც უსუფაშვილი მოვიდა, რომელიც ძალიან ახლო მეგობარია კუბლაშვილის, 2-ჯერ თუ 3-ჯერ არის მოსული ჩემთან, რომ კუბლაშვილს უნდა "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოსვლაო, ვუპასუხე, რომ ძალიან კარგია და რაც შეიძლება მხარს დავუჭერდი და დავუჭირე კიდევაც – ამის შესახებ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას. 

"ნათელმხილველობას თუ არ დაიწყებენ რესპუბლიკელები და ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან კარგი იქნება და მემგონი იმას ცდილობენ, რომ ოპონენტად გამომიყენონ, კარგი იქნება თუ "რესპუბლიკელები" ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან. ძალიან ემოციურები არიან და ნათელმხილველობას ნუ გაყვებიან, არავითარი საფუძველი და არავითარი დოკუმენტები იმისა რომ "გირჩს" ვაფინანსებ არ არსებობს.

იქნებ ის აქვს მხედველობაში, რომ უსუფაშვილმა რომელიღაც გამოსვლაში თქვა გაჩერდეს თორემ მეც ავლაპარაკდებიო. ოდესღაც უსუფაშვილი მოვიდა, რომელიც ძალიან ახლო მეგობარია კუბლაშვილის, 2-ჯერ თუ 3-ჯერ არის მოსული ჩემთან, რომ კუბლაშვილს უნდა "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოსვლაო, ვუპასუხე, რომ ძალიან კარგია და რაც შეიძლება მხარს დავუჭერდი და დავუჭირე კიდევაც, მე განცხადება გავაკეთე და ლამის ვაჟკაცობად ჩავუთვალე, რომ გვიან მაგრამ მაინც დატოვა ნაციონალური მოძრაობა და მართლაც ეგრე მეგონა მაშინ", – განაცხადა ივანიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად