ივანიშვილი საჯაიაზე: 21 წლის გოგოსთვის სააკაშვილმა კანონი გადააკეთებინა

საქართველოს ყოფილა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "20:30"-ში განაცხადა, რომ მარიამ საჯაიას პარლამენტში შესვლისთვის მიხეილ სააკაშვილმა კანონი დაჟინებით გადააკეთებინა.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მთელი ძალაუფლება სააკაშვილის ხელში იყო. ყველა იმას აკეთებდა, რაც სააკაშვილს სურდა. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როდესაც 21 წლის ქალბატონს შეპირდა, რომ უნდა შესულიყო პარლამენტში და კანონი დაჟინებით გადააკეთებინა. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით",- განაცხადა ივანიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად