ივანიშვილი: საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩავერევი, მთელი ჩემი რესურსით

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება და სიების შედგენაში მონაწილეობას მიიღებს,– ამის შესახებ მან გადაცემა „2030“–ში განაცხადა.

„ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას, ძალიან აქტიურად ჩავერევი, მთელი ჩემი რესურსით დავეხმარები საკუთარ გუნდს, რომ მან დაარწმუნოს საზოგადოება, რათა დღეს ისევ შეუცვლელი და ლიდერი უნდა იყოს, რადგან ის გზები, რაც გამოიკვეთა ჩვენი მოსვლის შემდგომ, ის ფასეულობები, რაც დავამკვიდრეთ, ჭირდება მას გაღრმავება და გამაგრება“, – აღნიშნა ივანიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად