ივანიშვილი სააკაშვილზე: რა პოზაში და როგორ მოკუნტული იჯდა, ჩაის ვერ სვამდა, გავუნელე ჩაი და დავალევინე

“ვარწმუნებდი სააკაშვილს, რომ ამ განცხადების შემდეგ პოლიტიკურ იმუნიტეტს შეინარჩუნებდა – დარჩები-მეთქი პოლიტიკაში, მაგრამ ამის გაგების უნარი მას არ ჰქონდა”.

ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა, სადაც ხელისუფლების გადაბარების დროს, 2012 წელს ავლაბრის რეზიდენციაში შეხვედრის დღე გაიხსენა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა,  სააკაშვილს არ ჰყავს ირგვლივ ადამიანი, რომელიც ანალიზს გაუკეთებს და ეტყვის, რომ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების ალბათობა 0%-ია.

“ვარწმუნებდი სააკაშვილს, როდესაც პირველად ავედი მის რეზიდენციაში… ძალიან მოკლე შეხვედრა გვქონდა, აღარ ვსაუბრობ, რა პოზაში და როგორ მოკუნტული იჯდა, ჩაის ვერ სვამდა, გავუნელე ჩაი და დავალევინე. აწიე თავი მეთქი, მიშას ვუთხარი, რამდენი კეთილი რჩევა მოგეცი… ახლა მოგცემ საუკეთესო რჩევას, გასწორდი წელში, ახლა შენ რომ გამოხვიდე და ხალხს ბოდიში მოუხადო, რომ “მე გულწრფელად ვცდილობდი ჩემი ქვეყნის განვითარებას, რაღაც გამომივიდა, რაღაც – არა, არ გახდა მოსაწონი საზოგადოებისთვის, მე გულწრფელად განვიცდი ამას, მოვიდა ახალი გუნდი, მე მას ხელს აღარ შევუშლი, დავწერ განცხადებას და გადავდგები”, ვარწმუნებდი სააკაშვილს, რომ ამ განცხადების შემდეგ პოლიტიკურ იმუნიტეტს შეინარჩუნებდა – დარჩები-მეთქი პოლიტიკაში, მაგრამ ამის გაგების უნარი მას არ ჰქონდა. თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ვერ ვუღალატებო, შენ ვინც დაგირეკა, 5 წუთის მერე იმან მე დამირეკა და მითხრა, ფეხი არ მოიცვალოო. არ ჰყავს ადამიანი, ვინც ანალიზს გაუკეთებს, რომ 0 პროცენტია ალბათობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად