ივანიშვილი:როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამეს პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი?

“ასეთ სისულელეს მხოლოდ “ნაცები“ თუ იტყვიან”,-ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ 20-21 ივნისს დემონსტრანტების რეზინის ტყვიებითა და გაზით დაშლის ბრძანება პირადად მან გასცა.

“ასეთ სისულელეს მხოლოდ „ნაცები“ თუ იტყვიან, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამეს პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებას გავცემდი? – ეს სიბრიყვეა. ჟურნალისტებს არ გაყენებთ შეურაცხყოფას, თქვენი კითხვა კი არ არის ბრიყვული, ეს სიბრიყვე მათგან მოდის,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...