ივანიშვილი: ქველმოქმედების ჩემეული ხედვა რუსთაველის ფილოსოფიაზეა დაფუძნებული

რაც შეეხება ქველმოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გენიალური რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“-ს ფილოსოფიაზეა დაფუძნებული.”,-ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, გამოცემა entrepreneur.com_თან ინტერვიუში განაცხადა.

” რაც შეეხება ქველმოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გენიალური რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“-ს ფილოსოფიაზეა დაფუძნებული.

ეს ხედვა მე ათეულობით წლების წინ ჩამომიყალიბდა და დაახლოებით 15 წლის წინ, ქართულ პრესაშიც გამოქვეყნდა.

ღრმად მწამდა და დღესაც მწამს, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება და სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი.”,-ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად