ივანიშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის იყო შიდა ღალატი და შიდა შეუთანხმებლობა

“გარედან მართული დაპირისპირების რისკი არანაკლებ არსებობს ახლა, ვიდრე მაშინ. ეს ყოველთვის არსებობს და არამარტო ქართული სახელმწიფოსადმი, ყველა სახელმწიფოს აქვს მსგავსი საშიშროებები. ამისთვის საჭიროა შიდა დარაზმულობები, როდესაც საზოგადოება ვერ ახერხებს შეთანხმებას, გარე ძალები ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს ნახულობენ იმისთვის, რომ დააზიანონ ქვეყანა”. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც მან 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე ისტორიული ანალიზი გააკეთა.

როგორც ბიძინა ივანიშილმა ქვეყნის გარე საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა, საქართველომ ყველაზე მეტი შეცდომა გამოუცდელობით დაუშვა და გარედან მართული დაპირისპირების რისკი არანაკლებ არსებობს ახლა, ვიდრე წარსულში.

“გარედან მართული დაპირისპირების რისკი არანაკლებ არსებობს ახლა, ვიდრე მაშინ. ეს ყოველთვის არსებობს და არამარტო ქართული სახელმწიფოსადმი, ყველა სახელმწიფოს აქვს მსგავსი საშიშროებები. ამისთვის საჭიროა შიდა დარაზმულობები, როდესაც საზოგადოება ვერ ახერხებს შეთანხმებას, გარე ძალები ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს ნახულობენ იმისთვის, რომ დააზიანონ ქვეყანა. ჩვენ სამწუხაროდ, ჩვენივე გამოუცდელობით მოვახერხეთ ყველაზე მეტი ამ პერიოდში – პრაქტიკულად დავანგრიეთ ეკონომიკა სამოქალაქო ომის დროს, ამის შემდგომ მოვახერხეთ და 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ, უამრავი დევნილი მივიღეთ და მივიღეთ ძალიან დანგრეული ეკონომიკა. საგარეოზე და გარე მტერზე ამის დაბრალება არასწორი იქნება. ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის იყო შიდა ღალატი და შიდა შეუთანხმებლობა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...