ივანიშვილი: ქართველები მოწოდებით ფეხბურთელები არიან და უნდა ავაღორძინოთ ფეხბურთი

ტელეკომპანია GDS-ის ეთერში რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კარგი საფეხბურთო ისტორია აქვს და იგი აუცილებლად უნდა აღორძინდეს.

ივანიშვილის თქმით, ქართული ფეხბურთის განვითარებას ეკონომიკის განვითარება სჭირდება.

"ქართველებმა იციან ფეხბურთის თამაში, ქართველები მოწოდებით ფეხბურთელები არიან, ჩვენ გვაქვს კარგი ისტორია, ჩვენ გვყავდა მაგარი ფეხბურთელები და აუცილებლად უნდა ავაღორძინოთ ფეხბურთი, ამას სჭირდება ეკონომიკის აღორძინება და ფული სჭირდება ყველაფერს", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...