ივანიშვილი: მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი და აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„მივესალმები. რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს, რაც შეიძლება უფრო მეტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...