ივანიშვილი: ლანძღვა, რაც მოვისმინეთ რ2-დან ჩვენი კულტურისა და ქართველობის სირცხვილია

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გიორგი გაბუნიას მონოლოგი სირცხვილი იყო.

„რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა „რუსთავი 2“-ში, არის სირცხვილი, ეს არის ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი კულტურის სირცხვილი. ასეთი ლანძღვა, რაც მოვისმინეთ თქვენი ტელევიზიიდან, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება ამას განსჯის და განსჯის საგანია.

ეს იყო სირცხვილი ჩვენი კულტურის, ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის. რაც გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზიის დირექტორმაც და მისმა ჟურნალისტმაც. რა თქმა უნდა, ეს ამას იმსახურებს. კარგია, რომ მიუხედავად
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების დიდი მცდელობისა, რომ ტურიზმი შეჩერდეს საქართველოში, ეკონომიკა დაინგრეს, ვაჭრობა გაჩერდეს, მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო განვითარდეს და საქართველოში ეკონომიკა აღორძინდეს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გმობს ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას გამოსვლებს.

„დასაგმობია ყველა ქართველისგან. ეს იყო აბსოლუტურად არაქართველური და არაკულტურული გამოსვლა. ეს იყო სირცხვილი, რაც მათ გააკეთეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...