ივანიშვილი: კობახიძე გუნდს გადაეფარა, ასეთია და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ამ სიტუაციის აჟიტირება. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, რომ გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა. კობახიძის შეცდომა არ ყოფილა. ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების, კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, გადაეფარა გუნდს, სიტუაციას და დატოვა მანდატი.

ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა, რაც დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ , ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდეს, მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...