ივანიშვილი: განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან

“განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან”,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-თან ინტერვიუში აცხადებს. სააგენტო საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით “თბილისში არსებული არეულობა მილიარდერის ოცნებას კოშმარებით ემუქრება“.

”ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალები. განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან. მანამდე არა ”,-განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში, რომელიც საარჩევნო რეფორმებზე სადავო კენჭისყრის ჩატარებამდე შედგა.
ივანიშვილის თქმით, მისი მთავარი მიზანი დემოკრატიული სისტემის შექმნა, რომელიც  3.7 მილიონი ქართველისთვის იმუშავებს. ასევე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირწმუნება, რომ მისი მიზანი ქველმოქმედებაა, რომელიც ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და მის მიმზიდველობას გაზრდის, როგორც ტურისტული ადგილის.

ამავე ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება სურს, თუმცა იქვე დასძენს, რომ პოლიტიკობას მებაღეობა ერჩივნა.

„პოლიტიკოსის ნაცვლად, მერჩივნა,  რომ მებაღე ვყოფილიყავი“,-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად