ივანიშვილი: დღეს ყველასთვის გასაგებია, რომ აშშ-ს “ნაცმოძრაობა” და სააკაშვილი არ ადარდებს

ამის შესახებ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “SWOT ანალიზში” განაცხადა.

“საზოგადოებას უკვე ეზიზღება, უკვე აგრესია აქვს ამ ტიპის NGO-ების, რომლებიც წლების განმავლობაში ცრუობდნენ და პირდაპირ სატელიტი არიან “ნაციონალური მოძრაობის”.

გუნდში რამდენიმე კაცთან მქონდა საუბარი, პირად შეხვედრებში ცალკეული ჩინოვნიკი ვერ ახერხებს ამას და ეტყობა არ არის ეს ასე მარტივი. კიდევ გვაქვს პატარა ხერხები ამ მიმართულებით, დავარწმუნოთ და კარგად ვაჩვენოთ  ვაშინგტონს რა ხდება. თუ ეს არ გამოვიდა, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ მივმართო ღია წერილით, გნებავთ კონგრესს, სენატს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, როგორ ხდება ის, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები… ახლა იმას არ დავიბრალებ, რომ მაინცდამაინც ამერიკაზე ზრუნვით მისკდება თავი. ამერიკა ზე სახელმწიფოა და უჩემოდაც ძალიან კარგად ართმევს თავს თავის განვითარებას.

ჩვენთვის საქართველოა საფუძველი, ამ შემთხვევაში საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები ზარალდება. მე კონკრეტულად მივწერ, ამერიკის ინტერესები ზარალდება, ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ ცალკეული ჩინოვნიკები, როდესაც ამერიკის ამომრჩევლის მიერ დაფინანსებული ფულით, აბსოლუტურად, ამერიკის სახელმწიფოს საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ.

დღეს ყველასთვის გასაგებია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი(საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი) არ ადარდებს ამერიკის სახელმწიფოს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად