A1 ბანერი

ივანიშვილი: ჩემს ძმას სპირტის ბიზნესი არ აქვს, სპირტის მარტო მოხმარება იცის, ზოგჯერ დღეში 3-ჯერ იღებს

“აბა ნახეთ სიცრუეები, ბოლო სიცრუე რაც იყო და ჩემ ირგვლივ ტრიალებს, რა თქმა უნდა. 700 გვერდზე მეტია უკვე პიარსამსახურში ჩემზე გაჟღერებული სიცრუეები, არც ერთი არ არის მართალი. ვერც ერთი ჩემი დარღვევა, რომელიც მე არ მქონია და ცხოვრებაში ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ვცხოვრობდი,  – ვერ ჩაითვლება დარღვევად”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

ბოლო რაც გამოიტანეს, სპირტის ბიზნესზე – „ორი ძმა ივანიშვილის და რაღაც“ – ერთი ძმა 40 წელია ამ ბიზნესშია, პოლიტიკაში საერთოდ რომ არ ვიყავი, და მე ვფიქრობ, რომ კეთილსინდისიერად მუშაობს. მეორე ძმა, უფროსი, რომელმაც სპირტის მარტო მოხმარება იცის, ღვინო უყვარს ძალიან, ზოგჯერ დღეში სამჯერ იღებს, მაგრამ ბიზნესი მისი არავის არ გაუგია – 68 მილიონი მიაწერეს, ანგარიშზე აქვსო და საბუთად გამოიყენეს ის, რომ რომელიღაც კომპანიას თურმე „ქართუ ბანკში“ კრედიტი აქვს აღებული. მართლა აქვს კრედიტი აღებული და წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს როდესაც ვაზის აჩეხვა დაიწყო კახეთმა, მე მაშინ სოფლის მეურნეობას ცალკე ვაკეთებდი, ნერგები გამომყავდა, ვუგზავნიდი კახელებს უფასოდ, რომ ვაზის გაშენება არ შეჩერებულიყო, როდესაც მხოლოდ სპირტზე გადავიდნენ – აი იქ მე ვაფინანსებდი, მარტო ჩემი ბანკი აფინანსებდა, სხვა ბანკებს საშუალება არ ჰქონდათ – ასე მიხსნიდნენ მაშინ, თუ ფული არ ჰქონდათ, მე ვაძლევდი შეღავათიან კრედიტებს. აი ეს გაიხსენეს და გამოიყენეს, რომ თურმე „ქართუ ბანკი“ ამათ აფინანსებდათ და ჩემი ძმა, რომელსაც ძალიან უყვარს ღვინო და მე ძალიან მიყვარს ჩემი ძმა – გამოიყენეს რომ 68 მილიონი ანგარიშზე აქვსო, როდესაც საერთოდ ბიზნესი არ გაუკეთებია კაცს. აღარაფერს აღარ უყურებენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა,

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...