ივანიშვილი: ასეთ დროს ირინა ენუქიძის დაჯილდოვება, პრეზიდენტის სპექტაკლის ნაწილი იყო

"ირინა ენუქიძე ყველანაირ ღირსებას იმსახურებდა ჩვენი საზოგადოებისგან და იმსახურებს დღესაც, მაგრამ ის რა დროშიც გაკეთდა, როგორც გაკეთდა ეს სპექტაკლის ნაწილი იყო", – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "2030-ში" განაცხადა.

"მე ან მთავრობის წევრმა, დაუშვებელია სასამართლოს უკარნახოს გარედან რა უნდა გააკეთოს. სწორედ ეს დაარღვია პრეზიდენტმა და მისგან მართულია ეს პროცესი. ეს აიყვანეს ზენიტში და ყველაფერი მიაწერეს მურუსიძეს. კიდევ ვიმეორებ, მე არ ვარ მისი ადვოკატი და უკეთესი იქნებოდა ესე, მაგრამ ის რომ რა დონეზეც ეს თემა მუსირებს დღეს, რა თქმა უნდა, არაფერი მსგავსი ისეთიც კი არ ხდება და როგორც უნდათ წარმოქმნან ეს თემა და სპექტაკლები, რაც დაიდგა დაჯილდოვება თუ სხვა.

ეს ქალბატონი ყველანაირ ღირსებას იმსახურებდა ჩვენი საზოგადოებისგან და იმსახურებს დღესაც, მაგრამ ის რა დროშიც გაკეთდა, როგორც გაკეთდა ეს სპექტაკლის ნაწილი იყო და შევახსენებ საზოგადოებას, როგორ და რატომ დაუპირისპირდა პრეზიდენტი, კიდევ ვიმეორებ, მას უნდოდა უფროსი ყოფილიყო ამ გუნდის და ის კონსტიტუციით ამას არ იმსახურებდა", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად