ივანიშვილი: არ მახსოვს, 7 წლის განმავლობაში რაიმე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინოს

“არ მახსოვს, შვიდწლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ რამე სერიოზული დაპირება ჩვენ არ შეგვისრულებია. მე ზოგადად ვუფრთხილდები დაპირებებს, ასჯერ და ათასჯერ ვზომავ, რომ შევძლო – თუ პირდები უნდა გააკეთო”.

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით,  ის თავის სიტყვებს ძალიან უფრთხილდება და როგორც ყველა, განიცდის, როცა პირდება და ვერ აკეთებს.

“ძალიან ვუფრთხილდები ყოველთვის ჩემს სიტყვებს და მთელი ცხოვრება ასე მიცხოვრია, არამარტო მე, ყველა განიცდის, როცა ამბობს და ვერ აკეთებს. ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც ვერ გავაკეთეთ, რაღაც არ შევასრულეთ, მაგრამ არც ერთი პრინციპული არ მახსოვს ჩვენი შვიდწლიანი ისტორიის განმავლობაში, როცა “ქართული ოცნება” მოვიდა პოლიტიკაში, რომ რამე სერიოზული დაპირება არ შეგვისრულებია, მე ზოგადად ვუფრთხილდები დაპირებებს, ასჯერ და ათასჯერ ვზომავ, რომ თუ პირდები უნდა გააკეთო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაპირების შესრულება ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად