ივანიშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს უმრავლესობითაც მოვიდეთ

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო, თუმცა ამის მზაობა საზოგადოებაში იგრძნობოდა.

ივანიშვილის თქმით, არსებობს ალბათობა რომ 2020 წელს “ქართული ოცნება” ისევ უმრავლესობით მოვა, თუმცა თუ ასე არ მოხდა, პარტია ითანამშრომლებს ყველასთან გარდა “ნაცმოძრაობისა”.

“2020 წლიდან პროპორციული სისტემა უკვე თავის თავში გულისხმობს, რომ ალბათობა იმისა რომ ერთმა პარტიამ და მათ შორის “ქართულმა ოცნებამ” გადალახოს 50 %-იანი ბარიერი იქნება რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. მაგრამ არ არის აუცილებელი ჩემი გადმოსახედიდან. ის რომ მეტმა პარტიებმა აიღონ მართვაზე პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა ამას უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას.

ჩვენ ეს მივიღეთ მოულოდნელად, თუმცა 2024 წელში ეს უნდა ყოფილიყო. მზაობა იგრძნობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან, მათ აქვთ სურვილი ჩართულობის… მეტი პარიტა ჩაერთოს, მეტი პასუხიმსგებლობა იყოს, მეტმა გაიზიაროს, თუმცა მე არ გამოვრიცხავ ჩვენ შეიძლება უმრავლესობითაც მოვიდეთ 2020 წელს. და თუ ასე არ მოხდა, რისი ალბათობას არის, “ნაცმოძრაობის გარდა” ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...