ივანიშვილი: 9 წელი იყვნენ და უსამართლოდ ატარებდნენ სულ არჩევნებს?! ეს სხვანაირი სისტემაა?!

“გამოდიან ქუჩაში ისევ, ეს ქუჩის ოპოზიცია და ამას აღწერენ, რომ საშინელება მოვახდინეთ და ითხოვენ სამართლიან არჩევნებს, სამართლიანი არჩევნები გვინდაო! 9 წელიწადი ხელისუფლებაში იყვნენ და უსამართლოდ ატარებდნენ სულ არჩევნებს?!- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ნიკა ლალიაშვილის გადაცემაში.

” ეს სისტემა არ განსხვავდება მათი სისტემიდან. არიან ზეგანვითარებული ქვეყნები, სადაც მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა არსებოიბს. შესაბამისად პრივოლეგიები არ არსებიბს, რომელი უკეთესია და რომელი უარესი, მაგრამ იქვე იშიფრებიან.

“ნაციონალური მოძრაობა” ამას რომ ამბობს, იშიფრება თქვითონ. ნაბიჯ-ნაბიჯ ნახეთ, როგორ იქცეოდნენ თვითონ. შევარდნაძის დროინდელი კონსტიტუციის პროპორციები დატოვეს. 2008 წლის არჩევნების წინ შეცვალეს ეს, ოღონდ არა პროპორციულის, არამედ მაჟორიტარულის სასარგებლოდ” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით,მაჟორიტარი დეპუტატები “ნაცმოძრაობის” მხრიდან შეურაცხყოფილები იყვნენ და მათი ამბოხიც სწორედ ამ გაუთავებელ შეურაცხყოფებს მოჰყვა, რომელიც გრძელდებოდა პლენარულ სხდომებზეც.

“მე ვფიქრობ, რომ ეს მათგან დალაგებული იყო, მათ უნდოდათ, რომ გუნდი დაეშალათ მთლიანად ან ნაწილობრივ, რაც მოხდა. ჩვენ დავზიანდით, გუნდი დაზიანდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი გაცხადებული ვერ შეასრულა, იმიტომაც, რომ ბევრი ღირსეული წევრი გავიდა ჩვენი გუნდიდან.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, პროპორციული არჩევნების დაპირების შეუსრულებლობაში დრამატული და საგანგაშო არაფერია.

“რომ შევაფასოთ ზოგადად სიტუაცია, რა თქმა უნდა, არაფერი დრამატული არ მომხდარა, დრამატულად და განსხვავბურად აღიქვამენ გუნდის წევრები. მე მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუქბუქად, ვიღაც ისე…

მაგრამ თუ პრაგმატულად შევაფასებთ, ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ და შესაძლოა ადრე მოგვივიდა, მაგრამ ნახეთ განვითარებული ქვეყნები, არ არსებობს, რომ პარტიას არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი დაპირებები”

ივანიშვილის თქმით, რეალურად აღმოჩნდა, რომ  ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა.  მე არ ვაშორებ ერთმანეთს “ევროპული საქარრთველო” იქნება თუ “ლეიბორისტული პარტია”, ვინც ერთ გუნდში თამაშობენ და ერთ თამაშს თამაშობენ, “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები, ყოფილი თუ ახლანდელი, არ აქვს მნიშვნელობა, მე “ნაციონალურ მოძრაობად მოვიხსენიებ, რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რას ფიქრობს ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებსა და იმ ხმაურზე, რომელიც ნიკა ლალიაშვილის აზრით ხელოვნურია, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: ამ შემთხვევაში მე ნამდვილად ვერ ვიტყოდი იმას, რომ გეთანხმებით. რუსთაველის გამზირზე ხმაური ხელოვნური არ არის, ეს მოჰყვა ჩემს დაპირებას”

ივანიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო რაიმე გაფორმებული შეთანხმება, ის ძალიან განიცდის ამ ამბავს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი “იმედზე” ნიკა ლალიაშვილის კითხვებს პასუხობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად