ივანე მაჭავარიანი: თანხები, რომელიც ჩვენ წელს მოვიზიდეთ, სრულად ჰყოფნის დასახელებული პროგრამების დაფინანსებას

„თანხები, რომელიც ჩვენ წელს მოვიზიდეთ, სრულად ჰყოფნის დასახელებული პროგრამების დაფინანსებას, ამიტომ განსაკუთრებული, ახალი მოლაპარაკებები ვალების აღებასთან დაკავშირებით, არ იგეგმება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მისი განცხადებით, მომავალ წელს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შენარჩუნდება მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი.

„მომავალ წელს გაგრძელდება ყოველწლიური მოლაპარაკებები დონორებთან, როგორიც დაგეგმილია ყოველ წელს სხვადახვა პროექტისა თუ რეფორმის მხარდასაჭერად. ასევე გაგრძელდება იმ თანხების ჩამორიცხვა, რაზეც მიმდინარე, 2020 წელს მოვილაპარაკეთ. ისეთი გადაუდებელი რეაგირების პაკეტის მობილიზება, როგორიც წელს დაგვჭირდა, არ იგეგმება, რადგან უკვე გვაქვს საკმარისი თანხები, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ ვალის შემცირებას იმ ტემპით ვეღარ დავიწყებთ, რომლითაც სხვა შემთხვევაში დავიწყებდით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს კარგი რეპუტაცია, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა შეძლებს ახალი ფინანსური რესურსების მოზიდვას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად