ივანე მაჭავარიანი: საკითხი “ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები და თქვენ არ ხსნით”, მინიმუმ სპეკულაცია ან სისულელეა

“ხშირად ისმის სპეკულაცია, მათ შორის ოპოზიციონერებისგან – ევროკავშირს არ უხსნით საზღვრებს? ეს არ არის პოლიტიკური დაპირისპირება, ეს არ არის კითხვა – გვინდა თუ არა ევროკავშირში, გვინდა თუ არა ნატოში. ეს არის კლასიკური, ტექნოკრატული შეკითხვა ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან და მათთან საზღვრის გახსნის საკითხები სიფრთხილით, კონსულტაციის გზით გადაწყდება.

„აქედან გამომდინარე, საკითხი „ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები და თქვენ არ ხსნით“, მინიმუმ სპეკულაცია ან სისულელეა და მგონია, რომ ასეთი სულელებიც არ არიან, ამიტომ მგონია, რომ მაინც სპეკულირებენ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად