ივანე მაჭავარიანი: ჩვენ გავხსნით საზღვრებს, მაგრამ მოვეკიდებით ამას ფრთხილად

„რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გავხსნით საზღვრებს, ჩვენ გავხსნით, მაგრამ მოვეკიდებით ამას ფრთხილად და შევეცდებით, რომ ის ქვეყნები შეირჩეს სწორად“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ სიფრთხილეს აქვს შემდეგი ლოგიკა და შემდეგი ახსნა. ევროკავშირიდან დღეს ფრენების საჰაერო მიმოსვლის საშუალებით რა რაოდენობაც ადამიანების შეიძლება ჩამოვიდეს, ეს არის შეადრებით მცირე რაოდენობა ადამიანის იმ გაუარესებული სენტიმენტების გათვალისწინებით, რაც დღეს ზოგადად არსებობს და ზოგადად მსოფლიო ტურიზმთან არის დაკავშირებული, ეს არის საკმაოდ მცირე ადამიანი.

ეპიდემიის თვალსაზრისით რისკი მაღალია, მაგალითად ჩვენ სავარაუდოდ 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით, 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს არის წვეთი ზღვაში ეკონომიკისთვის. მათი 1%-იც რომ იყოს დაინფიცირებული, საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს.

გავრცელების პირობებში ეკონომიკური აქტივობა ვარდება. ამიტომ, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გავხსნით საზღვრებს, ჩვენ გავხსნით, მაგრამ მოვეკიდებით ამას ფრთხილად და შევეცდებით, რომ ის ქვეყნები შეირჩეს სწორად ან ისეთი წესი მიმოსვლის, იქნება ეს ტესტირება თუ სხვა ტიპის უსაფრთხოების წესები, ისე დადგინდეს, რომ ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და ხელი შევუწყოთ მიმოსვლას. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის არაადეკვატური პრინციპია, მაგრამ შემდეგი ორი თვის პერიოდისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად