ივანე მაჭავარიანი: ბიზნესს არ უყვარს გაურკვევლობა და სიურპრიზები

“ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მოსმენის რეჟიმში ვიქნებით”,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“თუ თქვენ ყურადღებით ადევნებდით თვალს პრემიერის დღევანდელ მოხსენებას, ნახავდით რომ რამდენჯერმე გაკეთდა აქცენტი იმაზე რომ ბიზნესი არის ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. უფრო მეტ დიალოგთან ბიზნესთან. ის რომ ბიზნესს არ უყვარს გაურკვევლობა და სიურპრიზები.

ჩვენ ბიზნესთან ურთიერთთანამშრომლობისა და მოსმენის რეჟიმში ვიქნებით. ჩვენ შევდივართ დინამიკის აბსოლუტურად სხვა ფაზაში, როდესაც, როგორც გადაწყვეტილებების მიღება, ასევე, მათი აღსრულება გაცილებით სწრაფად მოხდება, გაცილებით უფრო სწრაფი იქნება ტემპი და ჩვენ ყველანი ამის მოწმე გავხდებით ძალიან მალე.”,-განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...