ივანე ჩხაიძე: წარმოუდგენელია უვადო მწვანე სტატუსი, კოვიდი არ არის წითელა, გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი ხარ

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კოვიდგადატანილისთვის უვადოდ მწვანე სტატუსის მინიჭება, წარმოუდგენელია.

როგორც ივანე ჩხეიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განმარტა, კვლევების თანახმად, კორონავირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ, დამცველობით ძალები კლებულობს და რეინფიცირების რისკი მატულობს.

“პოზიცია იყო მკაფიო დაფიქსირებული საკოორდინაციო საბჭოზე ექვსთვიან ვადასთან დაკავშირებით. ბატონ ამირან გამყრელიძეს მოსაზრება და რეკომენდაცია იყო ექვსთვიანი ვადა. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს მსგავს 1-წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია ილაპარაკო უვადოზე, ეს, მგონი, რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. აუცილებლად ეს შესწორდება, ეს არაა წითელა, გადაიტანე და მთელი ცხოვრება თავისუფალი ხარ. კორონავირუსი ძალიან შორსაა ამ დაავადებისგან. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან”, – განაცხადა ივანე ჩხაიძე.

1- ლი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონფენცია ამოქმედდება. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შეძლებენ შესვლას.

აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი შეუზღუდავი ვადით ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კოვიდგადატანილი პირებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემაზე გადაწყვტილება შეიძლება გადაიხედოს.

კომენტარები
იტვირთება...