ივანე ჩხაიძე: თუ აუცილებელია, რომ 6 წლამდე ბავშვს ახლო კონტაქტი ჰქონდეს ვინმესთან, გაუკეთეთ ნიღაბი

თუ აუცილებელია, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვს ახლო კონტაქტი ჰქონდეს რომელიმე ადამიანთან, თქვენი მეთვალყურეობით, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაუკეთეთ ნიღაბი და ასე იყოს ეს კონტაქტი დაშვებული, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და Unicef-ის მკაფიო რეკომენდაცია, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ნიღბის ტარება რეკომენდებული და აუცილებელი არაა.

ნიღაბთან დაკავშირებითაც არის ძალიან ბევრი კითხვა, რა ასაკიდან შეიძლება გავუკეთოთ ბავშვს ნიღაბი, აქ ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და Unicef-ის მკაფიო რეკომენდაცია, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ნიღბის ტარება რეკომენდებული და აუცილებელი არაა, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფს არ შეუძლია მისი შესაბამისად გამოყენება, რისკები უფრო მეტია და ერთი მცირე მითითება, თუ აუცილებელია, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვს ახლო კონტაქტი ჰქონდეს რომელიმე ადამიანთან, თქვენი მეთვალყურეობით, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაუკეთეთ ნიღაბი და ასე იყოს ეს კონტაქტი დაშვებული. ანუ 6 წლის ზემოთ ყველა შემთხვევაში, 6 წლამდე  მხოლოდ მაშინ თუ ამისი კატეგორიული აუცილებლობა არსებობს,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად