ივანე ჩხაიძე: დღეისათვის საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა ინდური შტამის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს

“მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ აზრი, რომ დღეისათვის საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა მოქმედებს დელტა ვარიანტის საწინააღმდეგოდაც”.

ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფესორმა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა ინდური შტამის გარდა, ასევე ეფექტურია სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ.

„დღეისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზებულია ექვსი ვაქცინა. აქედან ოთხი არის საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ოთხივე ვაქცინა არის ეფექტური კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ, მათ შორის როგორც ბრიტანული, ისე ინდური ვარიანტის წინააღმდეგ. მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ აზრი, რომ დღეისათვის საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა მოქმედებს დელტა ვარიანტის საწინააღმდეგოდაც“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები
იტვირთება...