ივანე ჩხაიძე: ბავშვებისთვის გრიპის ვაქცინის გაკეთება აუცილებელია

აუცილებელია, – ასე პასუხობს იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე კითხვას იმაზე, რომ აუცილებელია თუ არა ბავშვებისთვის გრიპის ვაქცინის ჩატარება, განსაკუთრებით ახლა კორონავირუსის პერიოდში “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“აუცილებელია, ჩვენ ამას ხაზგასმით აღვნიშნავთ წელს, შარშან ეს რეკომენდაცია იყო, ასე იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ საქართველოში გრიპის ვაქცინაცია დავიწყეთ, ზოგადად ბავშვთა ასაკი 6 თვიდან 18 წლამდე მიეკუთვნება რისკის ჯგუფს და ამ რეკომენდაციას ვიძლეოდით, თუმცა წლევანდელი სრულიად გამორჩეულია, ამ შემთხვევაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფრო ბევრი დადებითი კომპონენტი ახლავს, პირველ რიგში რაც მთავარია იმ ბავშვების რაოდენობის შემცირება, რომელთა საავადმყოფოში მოთავსებაც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს გრიპის გამო. იცით, რომ კორონავირუსის გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნა საწოლებით უზრუნველყოფაში

კორონავირუსისგან განსხვავებით გრიპის ვირუსი გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით მცირე ასაკში. ასე, როომ გრიპით ავადობის შემთხვევაში იმის რისკი, რომ თქვენი ბავშვი შეიძლება დამძიმდეს და მისი გადაყვანა საავადმყოფოში გახდეს აუცილებელი, არსებობს. ამის საწინააღმდეგო ერთადერთი რეალური პრევენციული შესაძლებლონა არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან. ამის იდეალური პერიოდი ნოემბერია, მაგრამ ჯერ საქართველოში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა საბედნიეროდ. ამას დეკემბრის შუა რიცხვებიდან ველოდებით, მაგრამ იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 2 კვირაა საჭირო ვაქცინის გაკეთებიდან. ასე, რომ ჯერ კიდევ არის დრო და ვისაც არ გაუკეთებია ვაქცინა, აუცილებლად უნდა გაიკეთოს. არ აქვს მნიშვნელობა ოთხ კომპონნეტიანია თუ სამ კომპონენტიანი” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად