ივანე ჩხაიძე: აგვისტოში დელტა შტამი დომინანტი გახდება და ჰოსპიტალური სექტორის მზაობა უნდა იყოს

ჩვენ ველოდებით, რომ აგვისტოში დელტა ვარიანტი გახდება დომინანტი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მზაობა ჰოსპიტალური სექტორის მეტი უნდა იყოს და საწოლები მეტი უნდა იყოს გამოთავისუფლებული, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე “ფორმულას” ეთერში აცხადებს.

“ჩვენ რეალობაში 9-10%-ია ბავშვებში ინფიცირებული. დეტალური სტატისტიკა არ გვაქვს, ჩვენ ვეყრდნობით ბრიტანეთს. რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანია. დელტა შტამის შემთხვევაში. შესაძლოა არ დაკარგოს გემო და სუნი, ეს დამახასიათებელი იყო ჩინურ ვარიანტში. ასევე ხველა და ტემპერატურა დამახასიათებელი იყო ჩინურ ვარიანტში იყო დამახასიათებელი, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ბრიტანულ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება სწორედ ამ ორ სიმპტომს ეხება. ძლიერი თავის ტკივილი, ძლიერი ყელის ტკივილი და ცხვირიდან გამონადენი იყო სამი წამყვანი ნიშანი ინფიცირების შემთხვევაში, თუმცა ძნელია ეს მიიღო, როგორც გადამწყვეტი, თუმცა რაღაც ნიუანსი არსებობს.

მისი თქმით, ახალშობილებში გრიპიც რისკის შემცველია მით უმეტეს კორონავირუსი.

“ამ ბავშვებში ფილტვის დაზიანება იყო, მძიმე პნევმონია იყო ამ ბავშვებში მდგომარეობის დამძიმების მიზეზი. სამწუხაროდ, მისი შემდგომი განვითარებაა სხვა ორგანოების ჩართვა. რის განვითარების შემთხვევაშიც ძალიან ძნელია ამ ბავშვების გადარჩენა. ვიცით, რომ ეფექტური არ გვაქვს, მით უმეტეს ბავშვებში.

ჩვენ ველოდებით, რომ აგვისტოში დელტა ვარიანტი გახდება დომინანტი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მზაობა ჰოსპიტალური სექტორის მეტი უნდა იყოს და საწოლები მეტი უნდა იყოს გამოთავისუფლებული”, – თქვა ივანე ჩხარტიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...