“იუვენტუსის” ფეხბურთელები იზოლაციაში გადავიდნენ

საგანგაშო ვითარება შეიქმნა “იუვენტუსში” მას შემდეგ რაც ვესტონ მაკკენის კორონავირუსი დაუდგინდა. მას ბევრ ფეხბურთელთან ჰქონდა კონტაქტი, ამის გამო კლუბის ყველა ფეხბურთელი იზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას “იუვენტუსის” ოფიციალური საიტი თავად ავრცელებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, კლუბი მოქმედებს პროტოკოლის თანახმად და დღეს საღამოს ყველა ფეხბურთელი იზოლაციაში გადავიდა. ფეხბურთელებს ჩაუტარდებათ დამატებითი ტესტირება და ფეხბურთელებს, რომლებსაც კორონავირუსი არ აქვს, ბაზაზე დაბრუნდებიან სავარჯიშოდ.

ამასთან კლუბში აცხადებენ, რომ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებთან.

ფეხბურთელების ნაწილი სანაკრებო შეკრებაზე იყვნენ წასულები და სავარაუდოდ იზოლაცია მათ არ შეეხებათ, თუმცა ეს განცხადებაში დაზუსტებული არ არის. ყოველ შემთხვევაში ამ საღამოს მაგალითად ლეონარდო ბონუჩი მონაწილეობას მიიღებს სანაკრებო შეხვედრაში ნიდერლანდებთან და ამის ამსახველი ფოტომასალა “იუვენტუსმა” სოციალურ ქსელში ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გაავრცელა.

ცნობილია ისიც, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა კრისტიანო რონალდოს, რომელსაც სიმპტომები არ აქვს. რონალდო სანაკრებო შეკრებაზე იყო წასული. ის ნაკრებს ჩამოშორდა და ტურინში დაბრუნდა, სადაც თვითიზოლაციის რეჟიმში განაგრძობს მკურნალობას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად