„იუვენტუსის” 9-წლიანი ჰეგემონიის შემდეგ იტალიის ჩემპიონი „ინტერი” გახდა

იტალიის ჩემპიონის ვინაობა ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გახდა ცნობილი

იტალიის სერია A-ში 34-ე ტურის შეხვედრაში კროტენეში „ინტერის” გამარჯვების შემდეგ მისი დაწევის შანსი მხოლოდ „ატალანტას” ჰქონდა.

გუშინ, სასუოლოში ბერგამოელებმა ვერ შეძლეს შეხვედრის მოგება და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ანტონიო კონტეს „ინტერმა” ჩემპიონობა გაინაღდა.

„ინტერი” იტალიის ჩემპიონის ტიტულს ბოლოს 2010 წელს ფლობდა. 2011 წელს „ინტერს” ჩემპიონის ტიტული „მილანმა” ჩამოართვა, შემდეგ, ზედიზედ 9 წლის განმავლობაში კი „იუვენტუსი” არავის უთმობდა პირველობას.

„ინტერი” იტალიის ჩემპიონი მეცხრამეტედ გახდა:

1909/1910
1919/1920
1929/1930
1937/1938
1939/1940
1952/1953
1953/1954
1962/1963
1964/1965
1965/1966
1970/1971
1979/1980
1988/1989
2005/2006
2006/2007
2007/2008
2008/2009
2009/2010
2020/2021

ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან:

„ინტერი” 34→82

„ატალანტა” 34→69
„იუვენტუსი” 34→69
„მილანი” 34→69
„ნაპოლი” 34→67
„ლაციო” 33→64

სხვა გუნდებს ოთხეულში მოხვედრის და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი აღარ აქვთ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...