იუვენტუსი, პსჟ და ბაიერნი მერვედფინალში გავიდნენ – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები მეოთხე ტურის შემდეგ

გუშინ ჩემპიოთა ლიგის მორიგი, მეოთხე ტურის მატჩები დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარზე მეტი უკვე გავიდა და ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი. შესაბამისად, გამოიკვეთა ფავორიტები და აუტსაიდერები, ზოგიერთ ჯგუფში კი ვითარება ძალიან დაიძაბა. გუშინდელი მატჩების შემდეგ იუვენტუსმა, პსჟ-მ და ბაიერნმა მერვედფინალის საგზური უკვე გაინაღდეს.

ყველაზე საინტერესო მატჩები C ჯგუფში გაიმართა. ზაგრებში ადგილობრივი “დინამო” დონეცკის შახტარს დაუპირისპირდა. ანგარიში დონეცკელებმა გახსნეს, გოლო ალან პატრიკმა გაიტანა, თუმცა 12 წუთში “დინამომ” ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ბრუნო პეტკოვიჩმა 25-ე წუთზე გაათანაბრა. 74-ე წუთიდან კი მატჩი ძალიან საინტერესო გახდა, როდესაც მასპინძლებს ნიკოლა მორო გაუძევეს, თუმცა 79-ე წუთზე ბალანსი ამ მხრივაც აღდგა და “შახტარს” მარლოსი გაუძევეს. 83-ე და 89-ე წუთებზე “დინამომ” ორი გოლი გაიტანეს, ჯერ თავი მირასუჩემმა გამოიჩინა, შემდეგ კი ადემიმ.  თითქოს გამარჯვებულის ბედი გაირკვა, თუმცა უკრაინელებმა “ქამბექი” (come back) მაინც მოახერხეს. 90-ე წუთზე გოლი ჟუნიორ მორაესმა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტეტემა 11-მეტრიანი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

საინტერესო გამოდგა ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაც, სადაც მანჩესტერ სიტი ბერგამოს ატალანტას სტუმრობდა. მატჩში ანგარიში 7 წუთზე რაჰიმ სტერლინგიმ გახსნა. 43-ე წუთზე მანჩესტერელებს შეეძლოთ ტაიმი სოლიდური უპირატესობით მოეგოთ, თუმცა გაბრიელ ჟესუსმა პენალტი ვერ გამოიყენა (ააცილა). მეორე ტაიმი “ატალანტას” სრული უპირატესობით წარიმართა. 49-ე წუთზე მარიო პასილიჩმა გაათანაბრა. მეორე ტურის დასაწყისშივე “სიტის” მწვრთნელმა მეკარე შეცვალა და ედერსონ მორაესის ნაცვლად მოედანზე კლაუდიო ბრავო გამოიყვანა. საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა მატჩის მიწურულს, როდესაც “ატალანტას” ფეხბურთელი მეკარესთან ერთი ერთზე გადიოოდა, კარიდან გამოსულმა ბრავომ მეტოქე თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა, რისთვისაც მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. “სიტის” კარში მესამე მეკარე ჩადგა, კაილერ ვოლკერი მოედანზე მაჰრეზის ნაცვლად გამოვიდა. თუმცა “ქალაქელებმა” მატჩი მაქსიმალურად გაწელეს და შეცვლა 5-6 წუთი მოანდომეს. ტემპი მაქსიმალურად დააგდეს და დარჩენილი წუთები ბურთის გორაობაში გააგრძელეს. “ნერვების ომის” ხარჯზე “სიტიმ” ქულა მოიპოვა და მერვედფინალში ერთი ნაბიჯი გადადგა. თეორიული შანსი შეინარჩუნა “ატალანტამაც”, ამისთვის კი დარჩენილი შეხვედრები უნდა მოიგოს, რაც ძალიან რთული ამოცანაა.

თავისი მატჩები მოიგეს პსჟ-მ, “იუვენტუსმა” და “ბაიერნმა”, რითაც უკვე გაინაღდეს მერვედფინალში გასვლა.

გთავაზობთ მეოთხე ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობას ჯგუფებში:

A ჯგუფი:

პსჟ 12

რეალი 7

ბრიუგე 2

გალათასარაი 1

 

B ჯგუფი

ბაიერნი 12

ტოტენჰემი 7

ცრვენა ზვეზდა 3

ოლიმპიაკოსი 1

 

C ჯგუფი

მანჩესტერ სიტი 10

შახტარი 5

ზაგრების დინამო 5

ატალანტა 1

 

D ჯგუფი

იუვენტუსი 10

ატლეტიკო 7

ლევერკუზენი 3

ლოკომოტივი 3

 

E ჯგუფი

ლივერპული 9

ნაპოლი 8

ზალცბურგი 4

გენკი 1

 

F ჯგუფი

ბარსელონა 8

დორტმუნდი 7

ინტერი 4

სლავია 2

 

G ჯგუფი

ლაიფციგი 9

ლიონი 7

ზენიტი 4

ბენფიკა 3

 

H ჯგუფი

აიაქსი 7

ჩელსი 7

ვალენსია 7

ლილი 1

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩები 5 და 6 ნოემბერს გაიმართება. ფინალს კი სტამბოლი უმასპინძლებს.

მოამზადა: იაგო ნაცვლიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად