“იუვენტუს” ესპანეთში ურუგვაელებმა გაამწარეს (ვიდეო)

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები დასრულდა

მადრიდში “ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონზე “ატლეტიკო ტურინის იუვენტუსს მასპინძლობდა.

შეხვედრის დასაწყისში მაპინძელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა დიეგი და სილვა კოსტამ ყვითელი ბარათი მიიღო, რაც განმეორებით მატჩში მის მონაწილეობის უფლების დაკარგვას და მადრიდელების მდგომარეობის გაურესებას ნიშნავდა. 28-ე წუთზე კოსტა სტუმართა საჯარიმოში წაიქცა და მსჯმა პენალტი დანიშნა ტურინელთა კარში, თუმცა ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ პენალტი გააუქმა.

ფრედ დასრულებული ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა დაწოლა გააძლიერს და 70-ე “იუვენტუსის”კარში გოლის გატანაც მოახერხეს, მაგრამ მსაჯმა კვლავ მიმართა ვიდეორეფერს დახმარებისთვის და კვლავ გააუქმა გადაწყვეტილება – ჩათვალა. რომალვარო მორატამ გოლის გატანამდე უბიძგა ჯორჯო კიელინის.

მასპინძლები განაგრძნობდნენ შეტევებს და მალე მათ ორჯერ აიღეს ტურინელთა კარი. 78-ე წუთზე მორატას მიერ მაღალ ნახტომში ტურინელთა კარისკენ თავით გაგზავნილი ბურთი “იუვენტუსის” ურუგვაელი ნახევარმცველისგან რიკოშეტით “ატლეტიკოს” ურუგვაელ მცველ ხოსე ხიმენესთან აღმოჩნდა და მან უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

83 წუთზე მასპინძელთა კიდევ ერთმა მცველმა, კიდევ ერთმა ურუგვაელმა დაასწრო ყველას მანჯუკიჩის მიერ მოგერიებულ ბურთთან და ანგარიში ორამდე გაზარდა.

“ატლეტიკომ” დიდი ნაბიჯი გადადგა მეოთხედფინალისკენ, თუმცა, ცხადია, მათ ტურინში იოლი გასეირნება რომ არ ელით/

კიდევ ერთ მერვედფინალურ მატჩში გელზერკირხენის “შალკე 04” მანჩესტერის “მანჩესტერ სიტის” მასპინძლობდა.

მანჩესტერელები არგენტინელი სერხიო ლიონელ აგუერო დელ კასტილიოს მიერ მე-18 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ “შალკე 04”-მა ალჟირელი ნახევარმცველის მიერ 38-ე და 45 წუთებზე გატანილი პენალტებით მოახერხა ტაიმის მოგება. 69-ე წუთზე მანჩესტერელთა არგენტინელი მცველი ნიკოლას ოტამენდი გააძევეს, მაგრამ მასპინძლებმა ამით ვერ იხეირეს და არათუ ანგარიში ვერ შეინარუნეს, არამედ ორი გოლი გაუშვეს, ჯერ მანჩესტერელთა გერმანელი ნახევარმცველი ლეროი ზანესგან (85 წთ), შემდეგ კი რაჰიმ შაკილ სტერლინგისგან (90 წთ) და პრაქტიკულად დაკარგეს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად