იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე კონკურსში მონაწილეობის სურვილი 14 კანდიდატმა გამოთქვა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი 14 კანდიდატმა გამოთქვა. საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის N25/06/01 განკარგულებით 25 ივნისს გამოცხადდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი.

შეგახსენებთ, საბჭოს წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭო დატოვა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად