იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაგრძელდება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაგრძელდება. 09:00 საათიდან გასაუბრება დაგეგმილია თამარ ბურჯანაძესთან, მერაბ გაბინაშვილთან და მირანდა ერემაძესთან.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ სამ კანდიდატს მოუსმინეს.

საბჭოს წევრებმა გასაუბრება მოქმედ მოსამართლე შოთა გეწაძესთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესა და გიორგი გოგიაშვილთან ჩაატარეს. ძირითადი კითხვები საბჭოს წევრებს კანდიდატების პროფესიულ გამოცდილებასა და საქმიანობაზე ჰქონდათ.

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების პირველ დღეს საბჭომ ზურაბ აზნაურაშვილს, თამარ ალანიას და დიანა ბერეკაშვილს მოუსმინა. პროცესი 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გასაუბრების ეტაპის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით 50 კანდიდატიდან პარლამენტისთვის წარსადგენ მოსამართლეობის 20 კანდიდატს შეარჩევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად