იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი "აიპრესთან" აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები ლევან მურუსიძის სასამართლოში უვადოდ გამწესებას აპროტესტებენ. 

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით 5 საკითხი განიხილება. ერთ-ერთი კი 3 წლის ვადით თანამდებობაზე გამწესებული უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის საქმიანობის შეფასების თაობაზე მსჯელობა იქნება. საკითხის მომხსენებელი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, შოთა გეწაძე იქნება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად