იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხა

,,თბილსერვის ჯგუფის,, ქონების მართვის სამსახურმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მორეცხა.

მორეცხვის სამუშაოები თვეში ერთხელ სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხორციელდება, ხოლო დაგვა-დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს. ,,თბილსერვის ჯგუფის,, ქონების მართვის სამსახური ქალაქის მასშტაბით, 54 მიწისქვეშა გადასასვლელისა და 3 საფეხმავლო ხიდის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად