იუსტიციის საბჭოს მდივანი: ბევრი შეურაცხყოფა მოვისმინეთ, რაც კრიტიკის ფარგლებში არ ჯდება

"საჭიროა დავსახოთ პრიორიტეტები. არავინ უარყოფს, რომ არის პრობლემები, რომელიც სჭიროებს გადაჭრას. თუმცა, ერთბაშად ყველაფრის მოგვარება ვფიქრობ, არარეალურია და არც არავინ დაიჯერებს", – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული მდივანი გიორგი მიქაუტაძე "აიპრესთან" აცხადებს.

"საჭიროა დავიწყოთ ყველაზე მთავარიდან, შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ამ პრიორიტეტებისა და რესურსის მიხედვით, რაც დღეს სასამართლოს აქვს. ადამიანური რესურსიდან დაწყებული, მატერიალური რესურსით დამთავრებული", – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ. 

– პირველ რიგში რას შეცვლიდით? 

– რას შევცვლიდი? ამის თქმა ერთი ხელის მოსმით ძნელია. ცვლილებები არის გარდაუვალი, ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. რა თქმა უნდა არცერთი სისტემა არ უნდა იყოს ერთ ადგილზე გაყინული.

სისტემა უნდა ვითარდებოდეს, რა თქმა უნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა ვითარდებოდეს და რაღაცეები უნდა იცვლებოდეს. მხოლოდ ასე შეიძლება მივიღოთ უკეთესი შედეგები და ვთვლი რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესწევს ამის ძალა, გააუმჯობესოს მდგომარეობა სასამართლო სისტემაში.


– ბოლო პერიოშდი, საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი სასამართო სისტემას აკრიტიკებს…

– ჯანსაღ და ჯანმრთელ კრიტიკას და საზოგადოების ხმას ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ. აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნები, რა არის სწორი და რა არ არის. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ სასამრთლოს მიმართ ბევრი უსაფუძვლო კრიტიკაც იყო, მაგრამ ისეთი შეურაცხყოფაც მოვისმინეთ, რაც კრიტიკის ფარგლებში არ ჯდება, რასაც ნამდვილად ვერ მოვიწონებ. 

ჩემი ცალსახა მოსაზრებაა, რომ სასამართლო სისტემა უნდა უსმენდეს ხალხს, როგორც სხვა ხელისუფლების შტო.

– პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 არამოსამართლე წევრი აირჩია. ერთ-ერთი ნაზი ჯანეზაშვილი, საბჭოსა და სასამართლო კორპუსის საქმიანობას ხშირად აკრიტიკებდა. როგორი დამოკიდებულება გექნებათ ახლადარჩეულ არამოსამართლე წევრებთან?


– იუსტიციის საბჭო არის კოლეგიური ორგანო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საბჭოს თითოეულ წევრთან ჯანსაღი და სამართლებრივი დისკუსია. არ მაქვს წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია, რადგან პირადად არ ვიცნობ ახალ არამოსამართლე წევრებს. შესაბამისად, არ შემიძლია გითხრათ ამ კითხვაზე პასუხი. იმედი მაქვს რომ ვითანამშრომლებთ და უკეთესობისკენ წავიყვანთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად