იუსტიციის საბჭოს 11 წევრი, რომლებმაც ლევან მურუსიძე უვადოდ გაამწესეს სასამართლოში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრიდან, 11-მა ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში უვადოდ გაამწესა. როგორც საბჭოს არა მოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, მათ მურუსიძის სასამართლოში უვადოდ გამწესების წინააღმდეგ მისცეს ხმა, ხოლო ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მან კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა და გაბათილდა ბიულეტენი.

ლევან მურუსიძის უვადოდ მოსამართლედ გამწესებას ხმა მისცეს: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა – გიორგი მიქაუტაძემ • სერგო მეთოფიშვილმა • რევაზ ნადარაიამ • შოთა ქადაგიძემ • ირაკლი შენგელიამ • ირაკლი ბონდარენკომ • დიმიტრი გვრიტიშვილმა • ვასილ მშვენიერაძემ  • ზაზა ხარებავამ • ლევან გზირიშვილმა• თამარ ონიანმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი კეთილსინდისიერების კრიტერიუმი 95%-ით შეაფასა.

გასაუბრების დასრულების შემდეგ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება, იმისთვის რომ ის უვადოდ გაამწესონ სასამართლოში.

“ბევრი ჭორი ითქვა ჩემთან დაკვშირებით. ყველა კითხვას გავეცი ამომწურავი პასუხი. თუმცა, იცით როგორი თემაა, მურუსიძეს მხარი დაუჭირო ამ პირობებში, რაც ჩემთან მიმართებაში 2 წლის განმავლობაში მიდიოდა დიდი ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩემი მოსამართლე წევრების. მარტო ჩემი მეგობრების და მოსამართლე წევრების ხმა არ არის საკმარისი, ამას სჭირდებ სულ მინიმუმ 2 ხმა. თქვენ თვლით, რომ საზოგადოების პროტესტმა ზეგავლება მოახდინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე? იცით რა არის? მე ამიტომ მინდოდა ეს გასაუბრება ყოფილიყო ღია. ნახოს საზოგადოება ის პროტესტი, რომელიც მიდიოდა ჩემს წინააღმდეგ საფუძველს მოკლებულია და წარმართული იყო იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებსაც არ სურდათ აეღოთ რეალური პასუხისმგებლობა იმ თემებზე, რომებზეს ისინი იყვნენ პასუხისმგებელი და ამოფარებული იყვნენ მურუსიძის სახელს და გვარს… როდესაც ეკითხებოდნენ, რას იტყვით გირგვლიანის საქმეზე, პასუხობდნენ, გირგვლიანის საქმეზე რა უნდა ვილაპარაკოთ, თქვენთან ხომ მურუსიძეა. ჩემი სახელი იყო ერთგვარი ფარი, რომელსაც ამოფარებული იყვნენ და თავს არიდებდნენ პასუხისმგებლობას, რომელიც აღებული ჰქონდათ” – განაცხადა მურუსიძემ.

“ჩვენ დღეა ვიხილეთ კანონს დაშორებული, არარეგულირებული, ყველანაირ ჩარჩოებს აცდენილი ერთი კაცის სპექტაკლი, რომელიც გვესაუბრებოდა ლოზუნგებით, რომლის მთავარი მიზანი იყო ეპასუხა საქართველოში სასამართლოში მიმდინარე სერიოზულ მოვლენებზე. იმ პიტენციურ საფრთხეს, რომელიც ამ კლანმა დაინახა თავის თავთან მიმართებაში, ამიტომ მოვიდა დღეს აქ ლევან მურუსიძე” – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი ტქმით, ეს არ იყო ჩვეულებრივად, რეგლამენტირებული , კანონის დაცვით წარმართული გასაუბრება, ეს იყო მისი ერთი კაცის პერფორმანსი.

“თუმცა ყველაზე სამწუხარო, რაც ამ პერფორმანსში ჩვენ ვნახეთ არის მისი ბოლო წინადადება, სადაც მან აღიარა რომ ის ფიქრობს, რომ სამართლიანია მოსამართლის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. ეს მიუთითებს კონკრეტულად რატომ არის საშიში ლევან მურუსიძე და მისნაირი მოსამართლეები სასამართლო სისტემაში. იმიტომ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მენისმიერ ჩანაწერს კანონში გაიგებენ ბუკვალურად და არ თვლიან თავიან თავს ვალდებულად ,რომ ემსახურონ სამართლიანობას. ეს მან თვითონ აღიარა”- განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...