რატი ბრეგაძემ სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა თელავის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რეგიონებში სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას განაგრძობს. ქუთაისის და ბათუმის შემდეგ უწყების პრიორიტეტული მიმართულებები რატი ბრეგაძემ თელავის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.

10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებასა და ათეულობით ახალი მომსახურების დანერგვას გეგმავს. მათ შორის ერთ – ერთი „მობილური იუსტიციის სახლია“, რომლის საშუალებითაც ცენტრიდან დაშორებულ სოფლებში, სასურველი სერვისის მიღება სახლიდან გაუსვლელად, ადგილზეა შესაძლებელი. დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებს შორისაა ონლაინ უნივერსიტეტი, პერსონალური ასისტენტი, ჯასთ აპი, პრობბოქსი და სხვა.

თელავის შემდეგ, სამინისტროს განვითარების 10-წლიან სამოქმედო გეგმას რატი ბრეგაძე ხვალ გურჯაანის იუსტიციის სახლის თნამშრომლებსაც გააცნობს. მოგვიანებით კი, იუსტიციის მინისტრი სიღნაღში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. ასევე, კახეთში ვიზიტის ფარგლებში, რატი ბრეგაძე ახმეტის იუსტიციის სახლის მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულას ჩადებს. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ახმეტას იუსტიციის სახლი უახლოეს პერიოდში მოემსახურება.

კომენტარები
იტვირთება...