იუსტიციის მინისტრის მოადგილე: სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ეს უკვე მთლიანად ევროსაბჭოს საქმეა

ეს აღარ არის ამ ორი სახელმწიფოს საქმე და ეს მთლიანად ევროსაბჭოს საქმეა. ახლა უკვე 47 სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ ეს საქმე აღსრულდეს, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამმაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, ამ საქმემდე საქართველომ საქმე რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეზეც მოიგო, რის გამოც მას დაეკისრა 10 მილიონი ევროს გადახდა, თუმცა ის არ ჩქარობს ამ ვადებულების შესრულებას და რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთზე, რათა გადაწყვეტილება აღსრულდეს? – რასაც ძამაშვილი ასე პასუხობს:

“სანამ სასამართლო გამოიტანდა გადაწყვეტილებას ეს დავა იყო საქართველოს და რუსეთის საკითხი. მას შემდეგ რაც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, ეს აღარ არის ამ ორი სახელმწიფოს საქმე და ეს მთლიანად ევროსაბჭოს საქმეა. ახლა უკვე 47 სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ ეს საქმე აღსრულდეს. შესაბამისად ჩვენ ყველა ზომას გამოვიყენებთ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, რათა ყველა სხდომაზე მოხდეს ამ საკითხის განხილვა, სანამ სრულად არ აღსრულდება ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტიება მიიღო და საქართველომ რუსეთს საქმე მოუგო. დეტალების გაცნობა შესაძლებელია ამ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად