იურიდიულმა კომიტეტმა შოთა გეწაძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე რეკომენდაცია არ მისცა

პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტმა შოთა გეწაძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე რეკომენდაცია არ მისცა.

კომიტეტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად შოთა გეწაძეს მხარი მხოლოდ 1 -მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია კი, წინააღმდეგი წავიდა.

შეგახსენებთ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს დაუჭირეს მხარი. ხმები ასე გადანაწილდა: თამარ ალანია 1 ხმა, მერაბ გაბინაშვილი 7 ხმა, შოთა გეწაძე 1 ხმა, მირანდა ერემაძე 6 ხმა, მამუკა ვასაძე 7 ხმა, მაია ვაჩაძე 7 ხმა, თანარ ზამბახიძე – 8 ხმა, შალვა თადუმაძე – 8 ხმა, ზაზა თავაძე – 0 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე – 6 ხმა, ლელა მიქაბერიძე – 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე – 8 ხმა, პაატა სილაგაძე – 2 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე – 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი – 7 ხმა, ნინო ქადაგიძე – 7 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი – 1 ხმა, ქეთევან ცინცაძე – 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე – 6 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი – 1 ხმა. საკითხი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს და უზენაესის კანდიდატებს კენჭს პლენარულზე უყრიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად