იურიდიულმა კომიტეტმა ეკლესიის საპარლამენტო მდივანზე ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება განიხილეს, რომლის თანახმადაც, მართლმადიდებელ ეკლესიას საპარლამენტო მდივანი უნდა ჰყავდეს. საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი და ავტორია “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების ინიცირება პარლამენტში საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე მოხდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, რატომ არ უნდა იყოს აღნიშნული ინიციატივა მიღებული.

„კონსტიტუციაში არის ამ ინიციტივაზე პასუხი. კონსტიტუციური შეთანხმება ამბობს, რომ სახელმწიფოსთან და ნებისმიერ ორგანოებთან ურთიერთობაში საქართველოს სამოციქულო ეკლესიას წარმოადგენს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ქორეპისკოპოსი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი წმინდა სინოდიდან. ამიტომაც, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ სპეციალურ კანონში ცვლილებების შეტანა კოლიზიაში მოვა კონსტიტუციურ შეთანხმებასთან. აქედან გამომდინარე მიზანშეუწონლად მიმაჩნია საკანონმდებლო წინადადების ამ ფორმით განხილვა-დამტკიცება. ჩვენ იმიტომ გავმიჯნეთ სახელმწიფო და ეკლესია, რომ მათ მოისურვეს, ეს სამი პირი ყოფილიყო უფლებამოსილი კონსტიტუციური შეთანხმებიდან, რადგან მოგეხსენებათ ორთოდოქსიზმი თავისთავად მოიცავს კანონიკური წესების მკაცრ სისტემას და ამ პირობეში უნდა იცოდე ვინ რაზეა პასუხისმგებელი. ასე, რომ მეოთხე თანამდებობის პირის გაჩენა საერო დაწესებულებებსა და ეკლესიას შორის ვფიქრობ, კონსტიტუიური შეთანხმების განაწესს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას კენჭი უყარეს, თუმცა დეპუტატებმა მას მხარი არ დაუჭირეს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს პარლამენტმა ქართველი პოლიტიკოსის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი…

„ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის თბილისის…

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მთავრობის და სამინისტროების საპარლამენტო მდივნებთან ერთად,…

ჩუგოშვილი: პარლამენტარებს რომლებმაც იყიდეს ადგილი, მოუწევთ დაემშვიდობონ სადეპუტატო…

ამის შესახებ პარლამენტი ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა "შაბათის ქრონიკაში" განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტი ძალიან დააზიანა ორ ქალაქში მუშაობამ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პარლამენტი ძალიან დააზიანა ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში…

გუგული მაღრაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული…

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პაპუნა ლეჟავას მხარი…

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს…

მენაბდე: 2020 წლამდე რეგლამენტში ცვლილებების კიდევ ერთი ეტაპი გველის, ვიმედოვნებ…

კონსტიტუციონალისტის ვახუშტი მენაბდე პარლამენტის მიერ ახალი რეგლამენტის მიღების საკითხს ეხმაურება.

საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ჩუგოშვილი: მთავრობის წარმომადგენლები პარლამენტში უფრო ხშირად მოვლენ და…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ახალი რეგლამენტით…

პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი განთავსდება

ამის შესახენ ჟურნალისტებთან შსს მინისტრია მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
კომენტარები
იტვირთება...