იურიდიული კომიტეტის წევრები ტრამპის გადაყენებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ის ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის დემოკრატი წევრები ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მინისტრთა კაბინეტს მიმართავენ განცხადებით, სადაც აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებისკენ და დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებისკენ მოუწოდებენ.

“სიენენი”-ს ცნობით, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრები წერენ, რომ ტრამპის მიერ საღამოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ჩანს, რომ ის ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის და ვერ შეძლებს 2020 წლის არჩევნების შედეგების მიღებას. მისი ქქცევები არაადექვატურია და მიმართულია ძალადობის წაქეზებისკებენ.

შეგახსენებთ: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის სერტიფიცირების პროცესის დაწყებისთანავე კაპიტოლიუმის წინ შეკრებილ დონალდ ტრამპის მომხრეთა ნაწილმა პოლიციელთა წინააღმდეგობა გადალახა და კაპიტოლიუმში შეიჭრა.

 სხდომათა დარბაზში მყოფი სენატორები და კონგრესმენები დაცვამ სასწრაფო წესით გაიყვანა შენობიდან.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის, რაც ხდებოდა, გადაჭრიალების მცდელობა იყო და არა პროტესტი და დონალდ ტრამპს ურჩია მიემართა მხარდამჭერებისადმი და მოეწოდებინა მათთვის, დაეტოვებინათ შენობა. დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ არჩევნები მოპარული იყო, თუმცა მომხრეებს მოუწოდა დაეტოვებინათ შენობა და სახლებში წასულიყვნენ.

“დღეს ჩვენი კაპიტოლიუმი დავიცავით. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ისტორიული ადგილის დასაცავად თავიანთ პოსტზე დარჩნენ. მათ კი, ვინც დღეს კაპიტოლიუმში ქაოსი მოაწყვეთ, მინდა გითხრათ, რომ  თქვენ ვერ გაიმარჯვებთ. ძალადობა არასოდეს იმარჯვებს. იმარჯვებს თავისუფლება.” – აშშ-ის კონგრესის სხდომა ქვეყნის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ამ სიტყვებით გახსნა.  აქ ხელახლა  შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი დემოკრატიის ძალა. განხორციელებული სასტიკი ძალადობისა და ვანდალიზმის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლები კვლავ კაპიტოლიუმში იმყოფებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა დაიცვან ქვეყნის კონსტიტუცია.“, – განაცხადა პენსმა.

სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, კონგრესში შეჭრილ დემონსტრანტებს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ. მაკკონელის განცხადებით, მათ ვერ შეძლეს კონგრესისთვის ხელი შეეშალათ. სენატორ ჩაკ შუმერის განცხადებით, დღევანდელი დღე აშშ-ის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ დღედ ჩაიწერება. შეგახსენებთ, რომაშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის სერტიფიცირების პროცესის დაწყებისთანავე კაპიტოლიუმის წინ შეკრებილ დონალდ ტრამპის მომხრეთა ნაწილმა პოლიციელთა წინააღმდეგობა გადალახა და კაპიტოლიუმში შეიჭრა.

ვაშინგტონის მერმა, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დასრულებამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მურიელ ბოუზერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა. ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღიდან მოიხსნება. მერის განცხადებით, არ არ არის გამორიცხული, დონალდ ტრამპის მომხრეებმა ქაოსი და არეულობა ინაუგურაციის დღესაც მოაწყონ.

ვაშინგტონის პოლიციის უფროსის თქმით, არეულობის დროს კაპიტოლიუმის მიდამოებში სამი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად