იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე: ვეტერანების დაფინანსება უნდა გაიზარდოს

დღეს საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული საკითხების კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ დააყენა წინადადება, ბიუჯეტში ომის ვეტერანთა დაფინასების გაზრდასთან დაკავშირებით.

"ააიპ" საქართველოს, ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირი", 80-იან წლებში საქართველოს რესპუბლიკაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ამ ომში დაღუპულ ოჯახის წევრთა ბაზაზე შექმნილი ორგანიზაციის სამართალმემკვირდეა. მასში რეგისტრირებულია 22,000-მდე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, რომელთაც აღნიშნული ააიპ-ი უწევს მრავალმხრივ დახმარებას. სწორედ ამიტომ, "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ", საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობები ვალდებულნი არიან, აღმოუჩინონ დახმარება ვეტერანების საზოგადოებრივ გაერთიანებას.

შესაბამისად, მათი დახმარების მიზნით, მიმაჩნია, რომ 2016 წლის საბიუჯეტო პროექტში გათალიწინებული უნდა იყოს აღნიშნული ააიპ-ისათვის ფინანსური მხარდაჭერისათვის აუცილებები ხარჯები. კერძოდ, ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირისათვის 30,000 ლარი, ხოლო დანარჩენი ათი რაიონული კავშირისათვის – 200,000 ლარი.

ხაზგასმით არის აღსანიშნი, რომ ააიპ "საქართველოს, ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირი" წლების განმავლობაში, მუდამ იღებდა დაფინანსებას მუნიციპალიტეტისაგან, თუმცა მათი დაფინანსების სახსრები არ იყო ხოლმე გათვალიწინებული საბიუჯეტო ასიგნებებში.

ასევე, 2013 წლის 5 ივლისის პრემიერმინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის N772 ბრძანების მიხედვით, ხსენებულ ააიპ-ის ცენტრალურ კავშირს გამოეყო 70,000 ლარის ოდენობით დაფინანსება. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ქალაქ თბილისის 2016 წლის საბიუჯეტო პროექტში გათვალიწინებული იყოს ააიპ "საქართველოს, ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირი"-ს მიერ მოთხოვნილი დაფინანსების ხარჯები", – აღნიშნა თედო კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...