იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილი აირჩიეს

დავით მათიკაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დღეს კიდევ ერთხელ დაიკავა.

დავით მათიკაშვილს ამ პოსტზე უფლებამოსილება მას შემდეგ შეუჩერდა, რაც ეკა ბესელია თავმჯდომარეობიდან გადადგა.

დავით მათიკაშვილის კანდიდატურა კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...