იური ვაზაგაშვილის დასახელებული მაღალჩინოსნების დიდი ნაწილი კვლავ შსს-ში რჩება

ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ გადადგომის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურიდან წასვლის შესახებ არცერთი ბრძანება არ შესულა. ამის შესახებ „აიპრესს“ შსს-ში განუცხადეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე არ ადასტურებას ინფორმავიას შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის ოთარ მირზოევის გათავისუფლების შესახებ.

ჩვენს კითხვაზე: დატოვა თუ არა სამსახური იური ვაზაგაშვილის მიერ დასახელებულმა ოთარ მირზოევმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ბრძანება სამსახურის დატოვების შესახებ შემოსული არ არის.

“ბრძანება ჩვენამდე არ არის მოსული, როგორც კი იქნება, დაგიდასტურებთ. ჯერჯერობით ბრძანება ვინმეს გათავისუფლების შესახებ მოსული არ არის. მეტს ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე”,- აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

„დღეს უშუალოდ მე მივმართავ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით ყველამ, რომ ჭიკაიძე მფარველობს ამ მკვლელებს და შსს სავსეა ზონდერებით და იმ დამნაშვეებით. ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, მათი 80 % თანამდებობებზეა.“ – ეს განცხადება იური ვაზაგაშვილმა “რეპორტიორის” პრესკლუბში გააკეთა. ეს იყო იური ვაზაგაშვილის ბოლო პრესკონფერენცია.

ამ განცხადების გაკეთებიდან მე-5 დღეს იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, სოფელ ყორაფილაში შვილის საფლავზე ააფეთქეს. იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან მესამე დღეს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ:

„მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.“ – აცხადებს ჭიკაიძე.

ციტატა იური ვაზაგაშვილის ბოლო პრესკონფერენციიდან: „ოთარ მირზოევი გინდა, დალაქიშვილი ქალაქის სამმართველოს უფროსი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან მოხსენეს, როგორც ამბობენ პირადი განცხადების საფუძველზე გაუშვეს. მაგრამ მოადგილე, იგივე სამარღანიშვილი, იგივე ჩემი შვილის მკვლელობის მონაწილე, მირზოევი, ჭანუყვაძე გინდა, გლდანი ნაძალადევის დეპარტამენტის უფროსები, ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, პროკურატურა სავსეა ამ დამნაშავეებით.“

მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გადადგა, ქალაქის სამმართველოს უფროსმა გიგი დალაქიშვილმა, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მიერ ჩამოთვლილ დანარჩენ პირებს, ისინი თანამდებობებზე რჩებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად