რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები

77 კგ წონით კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში იური ლომაძემ 8:0 დაამარცხა ხორვატი ანტონიო კამონიაშევიჩი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

55 კგ წონით კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში ნუგზარ წურწუმიამ 0:9 წააგო რუმინელ დენის ფლორი მიჰაისთან და უმედლოდ დარჩა.

130 კგ წონით კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში იაკობ ქაჯაიამ იტალიელ დანილა სოტნიკოვთან 3:7-ზე სუფთად წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდა.

55კგ
1. არტიუმ დელენუ (მოლდოვა)
2. (აზერბაიჯანი)
3. დენის ფლორინ მიჰაი (რუმინეთი)
3. მანველ ხაჩატრიანიუ (სომხეთი)
5. ნუგზარ წურწუმია (საქართველო)

63კგ
1. მურად მამადოვი (აზერბაიჯანი)
2. ოლექსანდრ ჰრუშჩინი (უკრაინა)
3. ედმონდ არმებნ ნაზარიანი (ბულგარეთი)
3. ანვარ ალახიაროვი (ნეიტრალური სტატუსი)
9. ლერი აბულაძე (საქართველო)

77კგ
1. იუნუს ემრე ბაშარი (თურქეთი)
2. მალხაზ ამოიანი (სომხეთი)
3. იური ლომაძე (საქართველო)
3. ადლეტ ტიულიბაევი (ნეიტრალური სტატუსი)

87კგ
1. ალექსანდრ კომაროვი (სერბეთი)
2. ალი ცენგიზი (თურქეთი)
3. ჟან ბელენიუკი (უკრაინა)
3. კირილ მასკევიჩი (ნეიტრალური სტატუსი)
12. აჩიკო ბოლქვაძე (საქართველო)


130 კგ
ამ წონაში რუსმა სერგეი სემიონოვმა სენსაციურად დაამარცხა მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის 12-გზის გამარჯვებული თურქი რეზა კაიალპი. მან მე-2 პერიოდის დასაწყისში 0:2-ზე ჯერ 4-ქულიანი ილეთი ჩაუტარა მეტოქეს, შემდეგ კი მას წამოდგომის საშუალება არ მისცა, ბეჭებით გააკრა ხალიჩას და სუფთა გამარჯვება მოიპოვა.

1. სერგეი სემიონოვი (ნეიტრალური სტატუსი)
2. რეზა კაიალპი (თურქეთი)
3. დანილა სოტნიკოვი (იტალია)
3. ბექა კანდელაკი (აზერბაიჯანი)

ხვალ რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვებას გიორგი ჩხიკვაძე (72კგ) და გელა ბოლქვაძე (82კგ) შეეცდებიან