იური ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

იტალიაში, რომში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა მოჭიდავეებმა გამოსვლა დაამთავრეს

72კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში იური ლომაძის მეტოქე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, გერმანელი ფრენკ შტებლერი იყო. ბევრად გამოცდილმა გერმანელის წინააღმდეგ ლომაძემ ვერაფერი გააწყო, დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა სულ 4 მედალი მოიპოვეს:

ვერცხლი – იური ლომაძე (72კგ) და ლევან არაბული (130კგ)
ბრინჯაო – ნუგზარ წურწუმია (55კგ) და ამირან შავაძე (60კგ)

აღსანიშნავია, რომ ამ ჩემპიონატზე ოქროს მედლის გარეშე დარჩა რუსეთის ნაკრები.

ფინალური შეხვედრები კიდევ ორ წონაშია ჩასატარებელი და ერთ-ერთ ფინალში იტალიელი ქართველი, ნიკოლოზ კახელაშვილი იჭიდავებს. 97 კგ წონის ფინალში იგი სომეხ მსოფლიო ჩემპიონს არტურ ალექსანიანს შეხვდება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად