A1 ბანერი

იუნესკო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხს განიხილავს

26 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატეტიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესია გაიმართება.

სესიაზე იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგებლობით ნუსხაში, ქართული ჭიდაობის შეტანის საკითხი განიხილება. აღნიშნული საკითხის განხილვა, 28 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

იუნესკოს მე-13 სესიას ქართული დელეგაციაც დაესწრება, რომლის შემადგენლობაში არიან: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ვარძელაშვილი, საქართველოში იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...