“იწყებოდა შეჯიბრი, ვინ უფრო ცუდ ამბავს მიუტანდა იმ ადამიანის გასაშავებლად” – პეტრიაშვილმა და გოგუაძემ ივანიშვილის მიდგომა გაიხსენეს

ივანიშვილს ჭორის ინსტიტუტის თვალსაზრისითაც პრაგმატული მიდგომა ჰქონდა, – ამის შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრებმა “თავისუფალი დემოკრატებიდან” ბუკა პეტრიაშვილმა და ნინო გოგუაძემ ისაუბრეს “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი”.

ბუკა პეტრიაშვილი: “შხვედრებზე ტელეფონი არავის არ შეგვქონდა და ვაი იმის ტყავის ბრალი, ვისაც შემთხვევით აღმოაჩნდებოდა. ის აუცილებლად მისი ეჭვიანობის სიბრტყესა და სივრცეში აღმოჩნდებოდა. მაგრამ გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ახლა ერთ რაღაცას მოგიყვებით, ოღონდ არსად არ გაიტანოთო და ამ დროს იქ იყო 15-20 ადამიანი. ეს იყო მარცვლის ჩაგდება და ზედმიწევნით იცოდა, რომ მერე ამისი დისტრიბუცია უნდა მომხდარიყო. ვიღაცა თავის თანაპარტიელს მოუყვებოდა, ვინც იქ არ იყო. ან პარტიის ლიდერს და ასე უნდა გავრცელებულიყო. ჭორის ინსტიტუტის თვალსაზრისითაც თავისი მიდგომა ჰქონდა”.

ნინო გოგუაძე: “განა იმიტომ კი არა, რომ ჭორაობა უყვარდა, არამედ აქაც აბსოლუტურად პრაგმატული მიდგომა ჰქონდა”.

ბუკა პეტრიაშვილი: ამ ჭორთან დაკავშირებითაც კონკრეტული ადამიანების ამოჩემების და შერჩევის შემთხვევაში დაუწერელი ინსტრუქცია ჰქონდა, რომ წამოსულიყო ამ ადამიანთან დაკავშირებით დამაშავებელი ინფორმაციები.

ნინო გოგუაძე: “რიგი იდგა ხოლმე, ეს იყო საშინელება, რაც ბუკამ გაიხსენა. თუ ადამიანს ამოიჩემებდა, ყველამ იცოდა, რომ ის ადამიანი ამოჩემებული ჰყავდა და იწყებოდა შეჯიბრი, ვინ უფრო ცუდ ამბავს მიუტანდა იმ ადამიანზე ბიძინა ივაშვილს. რიგი იდგა ხოლმე იმ ადამიანის გასაშავებლად. რაც უფრო დაუჯერებელ ამბავს ეტყოდნენ, ის იღებდა, როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება და ამას გვამცნობდა. როცა ამას ვეწინააღმდეგებოდით, არგუმენტები არ ჰქონდა, მაგრამ ამით ხდებოდა იმ ადამიანების წახალისება ვინც უფრო მძიმე ჭორს მოუტანდა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად